The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იულია თავაძე

იულია თავაძე
Date of birth:15 April, 1916
Date of death:1996  (at 79 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ ვანში, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის პედაგოგიურ ტექნიკუმი.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოფელ ვანის დაწყებითი კლასების პედაგოგად. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი დაინიშნა ვან-ზომლეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, მოგვიანებითკი იყო ამავე სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე. მისი მუშაობის პერიოდში სოფელ ვან-ზომლეთის კოლმეურნეობა სოფლის მეურნეობის ყველა დარგში მოწინავე და საჩვენებელი გახდა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული სოფელ ვან-ზომლეთში სასმელი წყლის გაყვანა, საავტომობილო გზების მოწესრიგება, ორივე სოფელში მესაქონლეობის დარგის აღმავლობა, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა, მეორე მსოფლიო ომიდან შინმოუსვლელთა ობელისკების მოწყობა, მდინარე სუფსაზე კაპიტალური ხიდის მშენებლობა, ორივე სოფლის მოსახლეობის ტელეფონიზაცია, სოფელ ზომლეთში ახალი დაწყებითი სკოლის მშენებლობა, ბაგა-ბაღისთვის შენობა-ნაგებობის გამოყოფა, არსებული ელექტროქსელების გადამცემი ხაზებისა და ბოძების აღდგენა-განახლება და სხვა. ის იყო არჩეული საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობების დელეგატად, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, წლების განმავლობაში არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის ჩოხატაურის რაიკომის ბიუროს წევრად, იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი და პარტიული კონფერენციების უცვლელი დელეგატი. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ნაბეღლავი-ბახმაროს 26-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობაში. აღსანიშნავია ი. თავაძის პრაქტიკული დახმარებები სოფელ ზომლეთის მოსაზღვრედ მდებარე ჯიხეთის დედათა მონასტრისადმი. მისი უშუალო დახმარებით და ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლიმიტით სასწავლებლად იგზავნებოდნენ სოფელ ვან-ზომლეთის მოწინავე ახალგაზრდები, რომლებიც კონკურენციის გარეშე ირიცხებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. მას სისტემატიურად გზავნიდნენ დელეგაციების ხელმძღვანელად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. 

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.123-127

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1940-)

Awards and Honors

  • 1966 - სოციალისტური შრომის გმირი
    საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში მიღწეული წარმატებებისთვის

Share: