Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არსენ ბურჯალიანი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფოსის კვალიფიკაციით 1973 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა 1980 წელს; თსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტურანტურა 1992 წელს. 1976-1981წწ. საქართველოს მეცნიერების აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი, ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1992წწ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, სოციალურ-ჰუმანიტარული კათედრა, დოცენტი; 1994-2004წწ. შინაგან საქმეთა სამინისტოროს აკადემია, სოციალური-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა, კათედრის გამგის მოადგილე, პროფესორი; 2004-2022წწ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, სოციალურ-ჰუმანიტარული კათედრა, სრული პროფესორი; 2007-2010წწ. ილიას უნივერსიტეტი, განათლების ფაკულტეტი, სრული პროფესორი; 2009-2010წწ. ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ქართული და უცხორი ფილოსოფიის ისტორიის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი, სრული პროფესორი. 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1994). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |