The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ალიხანაშვილი

ალექსანდრე ალიხანაშვილი
Date of birth:15 February, 1961
Date of death:2 October, 1992  (at 31 years)
Burial location:ქ. გაგრა
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური ტექნიკუმის თეორიული განყოფილება; თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი.

1981-1983 წლებში მსახურობდა ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში, შემდეგ დაამთავრა, მუშაობდა თბილისის 62-ე საშუალო სკოლაში პედაგოგად. უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე ალიხანაშვილი 1992 წლის 1 ივნისიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში ჯავშანტრანსპორტიორების ასეულში ოცეულის მეთაურად, ამავე წლის 14 ივლისიდან 15 სექტემბრამდე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. 1992 წლის 19 სექტემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქალაქ გაგრაში. დაიღუპა  საბრძოლო დავალების შესრულების დროს, გაგრის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლაში 1992 წლის 2 ოქტომბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.47

Awards and Honors

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: