შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ჩოხატაურის რაიონის გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. ჯერ რამდენიმე წელი მუშაობდა მშობლიურ სოფელში აგრონომად. 1935 წელს დაინიშნა სოფელ საჭამიასერის საშუალო სკოლის დირექტორად. 1940 წელს გადაყვანილ იქნა სოფელ დაბლაციხის საშუალო სკოლის დირექტორად. 1944-1965წწ. მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. ამ პერიოდში ჩოხატაურის რაიონში აშენდა უამრავი საშუალო სკოლა და სკოლამდელი ასაკის დაწესებულება, მათ შორის სოფლებისა: ხიდისთავის, ზოტის, ჩხაკაურას, ქვაბღის, იანეულის, სურების, ზომლეთის, ბუკნარის, ამაღლების, შუაგანახლების, ფარცხნის, გუთურის და სხვა. 1970 წლიდან რაიონების გაერთიანების შემდეგ, მუშაობდა გურიის განათლების განყოფილების მთავარ ინსპექტორად, შემდეგ კი ჩოხატაურის რაიონის საბავშვო სახლის დირექტორად. სწორედ ამ პერიოდში აშენდა ბავშვთა სახლისათვის დასასვენებელი სახლი კურორტ ბახმაროში. მის სახელთანაა დაკავშირებული ჩოხატაურის რაიონში სრულფასოვანი დაწყებითი და საშუალო სკოლების ახალი შენობების მშენებლობა და ტერიტორიების კეთილმოწყობა. იყო საზოგადოება "ცოდნის" საპატიო ლექტორი. სამჯერ იყო არჩეული საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი იგი ოცი და მეტი წლის მანძილზე იყო. მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო და სიგელები. 1974 წლიდან იყო საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.128-130 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |