შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაღალმთიან სოფელ სურების საშუალო სკოლის ჯერ რიგითი მასწავლებელი გახდა, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგე და ბოლოს დირექტორი. ერთ დროს რედაქტორობდა რაიონულ გაზეთს. 1945 წლიდან, ომის დამთავრების შემდეგ, პარტიულ სამუშაოზეა. ის ხელმძღვანელობდა პარტიის ჩოხატაურის რაიონულ ორგანიზაციას. 1953-1973წწ. იყო ჩოხატაურის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით აშენდა და შეკეთდა უამრავი სკოლა და ბაგა-ბაღი. მისი უშუალო ინიციატივით მოხდა საქართველოს ეროვნული გმირის ბუღარა მამალაძის პიესის დადგმა მიხეილ ჯაფარიძის ავტორობით. იგი არ აცდენდა არც ერთ კულტურულ ღონისძიებას, ამასთან თავად მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლის დადგმაში. მისი უშუალო ინიციატივით და ძალისხმევით აშენდა რამდენიმე საავტომობილო ხიდი მდინარეებზე სუფსასა და გუბაზეულზე, მინერალური წყლის ნაბეღლავის ჩამოსასხმელი ქარხანა, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი, სტადიონი, გაიხსნა მეორე მსოფლიო ომის გმირის ჭიჭიკო ბენდელიანის სახლ-მუზეუმი და ბიუსტი, კულტურის სახლი, სადაც სისტემატიურად იდგმებოდა სპექტაკლები, რეპეტიციებს მართავდნენ ხალხური შემოქმედების კოლექტივები. ზრუნავდა ცხენოსნობის ეროვნული სახეობების განვითარებაზე. მისი ინიციატივით და ხელშეწყობით რაიონში ჩამოყალიბდა "ცხენბურთის", "ისინდის" და "ლელოს" ძლიერი გუნდები. ამ სახეობებში ჩოხატაურის გუნდები საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები გახდნენ. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.154-157
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |