შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი ხაჭაპურიძე![]()
ბიოგრაფია1968 წელს სამუშაოდ ჩავიდა აფხაზეთში, მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოო ექსპედიციებში. 1971 წელს გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერო შრომა "ბუნებრივი განახლება ტყის ტიპთან დაკავშირებით რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ხელუხლებელ წიფლნარში"; ამავე წელს გამოაქვეყნა მეორე სამეცნიერო ნაშრომი სათაურით "ზოგიერთი მონაცემი კავკასიური სოჭის თესლმსხმოიარობის შესახებ რიწის ნაკრძალში". მეტყევე-ინჟინერი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რიწის ნაკრძალის ხელუხლებელი სოჭნარების მსხმოიარობის და ზრდა-განვითარების კანონზომიერება", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.136
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |