The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ დოლიძე

მალხაზ დოლიძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1962
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1992  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1983 წელს.

მუშაობდა თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკად. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვვბლად, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მონაწილეობდა სამხედრო ტექნიკის გორისკენ ტრანსპორტირებაში, შემდეგ ფოთის გავლით ჩავიდა სოხუმში და მეორე დღესვე 101-ე ბატალიონის მე-2 ასეულის შემადგენლობაში მდინარე გუმისთის ხეობაში სოფელ ახალშენთან დაიკავა პოზიცია, იყო რადისტი-მეკავშირე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.48-50


გააზიარე: