Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი მეტყევე-ინჟინრის სპეციალობით 1955 წელს. 1955 წელს იგი განაწილებით მუშაობდა საქართველოს ტყეთმოწყობის საწარმოში ტაქსატორის თანამდებობაზე. 1966 წელს ტყეთმოწყობის პარტიის უფროსად.1970 წელს სამუშაოდ გადავიდა "საქმთავარმომარაგებაში" ხე-ტყისა და ქაღალდის წარმოების მომარაგება-გასაღების სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდგომში ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. წლის განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობდა საბჭოთა კავშირის "მომარაგება-გასაღების" საკავშირო მთავარ სამმართველოს და მისი ყოველი ვიზიტის შემდეგ რესპუბლიკაში ზედიზედ შემოდიოდა ხე-ტყით დატვირთული ეშელონები. მეტყევე-ინჟინერი, დაჯილდოებული იყო სამთავრობო ჯილდოებით და მედლებით. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.236-241
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |