The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გარუჩავა

ნიკოლოზ გარუჩავა
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1916  (108 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იანეული, ჩოხატაურის რაიონი. 

ქართული ხალხური ცეკვის ანბანი შეისწავლა ფოთის ბავშვთა ქორეოგრაფიულ სტუდიაში ილ. სუხიშვილის ხელმძღვანელობით.

1932 წელს 16 წლის მოცეკვავე მსახიობად მიიღეს თბილისის შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრთან არსებულ ექსპერიმენტულ სტუდიაში. 1933-1937წწ. მოცეკვავე მსახიობად მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, წარმატებით ასრულებდა ცეკვებს ქართულ ოპერებში: ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე" და სხვა. ამავე პერიოდში, 1933-1947წწ. როგორც მოცეკვავე და ქორეოგრაფი ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში. 1945-1955წწ. იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი. 1947 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა და სიცოცხლის ბოლომდე უნარიანად ხელმძღვანელობდა საქართველოს კვების მრეწველობის მუშაკთა ("სამტრესტის") სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლს. მის მიერ დადგმული ცეკვები გამოირჩეოდა საინტერესო ფორმითა და შინაარსით. დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებითა და დიპლომებით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.39


გააზიარე: