შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ამირეჯიბი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ირაკლი ამირეჯიბი 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ. მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სავალდებულო სამსახური ლიტვაში – სადესანტო ნაწილებში. ასევე საგურამოში სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში, საიდანაც ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ ოჩამჩირეში გადაიგზავნა. აქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი. ირაკლი ამირეჯიბი ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა. მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში. 26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. ამ ბრძოლისათვის გამოუცხადეს მადლობა და სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს. დაიღუპა სოფელ ტამიშთან 1992 წლის 17 ნოემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.51; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |