შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ნანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კლავიშებიანი საკრავების (ფორტეპიანო) ბაკალავრიატი 2006 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მაგისტრატურა 2009 წელს; მართვის აკადემიის "მართვის თანამედროვე მეთოდების" კურსდამთავრებული (2019); თბილისის პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებული (2021). სამუშაო გამოცდილება: 2005-2009წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლის, ხოლო 2008-2013წწ. მგალობელ-მომღერალთა გუნდ "სათანაოს" წევრი; 2009 წელს დააფუძნა გოგონათა ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლი "იალონი" (საქართველოს ფოლკლორის 2015-2016 წლების ეროვნულ ფესტივალზე გუნდს მიენიჭა პირველი ადგილი, ნომინაციაში – საუკეთესო ქალთა ფოლკლორული ანსამბლი; 2017 წელს, თბილისის საგუნდო მუსიკის კონკურსზე გუნდს მიენიჭა გრანპრი ქართულ ტრადიციულ გალობაში, ხოლო პირველი ადგილი და ოქროს მედალი – ქართულ ხალხურ სიმღერაში); 2011 წლიდან მუშაობს თბილისის გიორგი მთაწმიდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტში ხალხური სიმღერისა და გალობის უფროს ასისტენტად; 2011 წლიდან ლექცია-კონცერტებისა და ვორკშოპების ორგანიზატორი და ტრენერი სხვადასხვა ქვეყნებში (საქართველო, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ბელგია, პოლონეთი, უკრაინა, ავსტრია, ჰოლანდია, ლიტვა); 2015-2017წწ. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის სტრატეგიის ჯგუფის წევრი; 2017 წლიდან მუშაობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოკლორულ ანსამბლ "ალილოს" ხელმძღვანელად; 2017 წლიდან Erasmus + ის ფარგლებში სემესტრულად თანამშრომლობს ლონდონის Rose Bruford-ის დრამისა და თეატრის კოლეჯთან, ქართული ტრადიციული მუსიკის ლექციების ჩატარების სახით ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან; 2018 წელს Georgisches Kultue-Haus-ის მიწვევით მუსიკალურად გააფორმა შტუტგარტის Theater tri-Buhne-ში დადგმული სპექტაკლი Tina oder die Waffen der Frau, რეჟისორი ედიტ ქოებერ-ქირხნოპფი (Edith Koeber-Kirchknopf); სეზონურად ატარებს ქართული ტრადიციული მუსიკის მასტერკლასებსა და კულტურულ ტურებს საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ლიტვასა და უკრაინაში; სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები: რელიგიური მუსიკა, ქართული საეკლესიო საგალობლები, აღდგომის ტრადიცია ქართული ქრისტიანული დენომინაციების საღვთისმსახურო მუსიკა; რამდენიმე ათეული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და სამეცნიერო სტატიების ავტორი (საქართველო, თურქეთი, ინგლისი, ფინეთი); რადიო გადაცემების ციკლის ავტორი: "ქართული ტრადიციული მუსიკა"; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2020). წყარო: გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი: galoba.edu.ge; ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი: folk.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |