The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ სპანდერაშვილი

ვასილ სპანდერაშვილი
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: სოფელ საქობო, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის კოოპერატიული ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მცხეთის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ მუშაობდა ცეკავშირის ქსნის ბაზაში;  გაერთიანება "ნასტაკისის" დირექტორად. შემდგომში იგი მუშაობას აგრძელებს მის მიერვე დაარსებულ შ.პ.ს "ვერხვების" დირექტორად; 2005 წლიდან მან თემქის დასახლებაში კვების ობიექტ ე.წ. "გალუბოვის" რეკონსტრუქციის შემდეგ მის ბაზაზე დააარსა რესტორანი "ზღვის უბანი". 2015 წლის გაზაფხულზე მან კიდევ ერთხელ (ალბათ საბოლოოდაც) რეკონსტრუქცია ჩაუტარა რესტორან "ზღვის უბნის" შენობა-ნაგებობებს, გააფართოვა, გაალამაზა და თანამედროვე დიზაინით მოაწყო რესტორანი, რომელსაც მისი გვარის ძირიდან აღებული სახელწოდება "სპანდერა" უწოდა.

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.328-330


გააზიარე: