The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიაზ გოგიტიძე

ნიაზ გოგიტიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1923  (102 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის სასკოლო და წარმოება-დაწესებულებათა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებში, ხშირად გამოდიოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, 1941-1943წწ. მოცეკვავედ მუშაობდა აჭარის ხელოვნების სამმართველოს საფრონტო ანსამბლში, პარალელურად მონაწილეობდა ბათუმის დრამატული თეატრის დადგმებში; 1943-1945წწ. მუშაობდა ხულოს რაიონის სოფელ რიყეთის კლუბის გამგედ და ქორეოგრაფად, ხოლო 1945-1956წწ. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მოცეკვავედ; სხვადასხვა დროს იგი იყო ბათუმის ნავთომგადამამუშავებელი ქარხნის კულტურის სახლის, სამედიცინო სასწავლებლის, მე-2, მე-4, მე-8, მე-13, მე-16 სკოლების, აჭარის სახანძრო დაცვის, ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათის საკოლმეურნეო კლუბის, აჭარის ადგილობრივი კომუნალური მეურნეობის კულტურის სახლის, ბათუმის პედ-ინსტიტუტის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივების ქორეოგრაფი; მის მიერ დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია "განდაგანა", "ციცინათელა", "მეგობრობა", "ხორუმი", "საზეიმო" და "შრომა და ზეიმი", რომლებიც საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალზე პირველი ხარისხის დიპლომით აღინიშნა; მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი კონცერტებით გამოდიოდა ოდესაში, ხერსონში, ნიკოლაევში, კახოვკაში და უკრაინელ მშრომელთა დიდ მოწონებას იმსახურებდა; აჭარის ასსრ ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე მონაწილეობისათვის და ხელოვნების დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის მოცეკვავე ორგზის დაჯილდოვდა აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით; მიღებული აქვს მრავალი წამახალისებელი ჯილდო. იყო ბათუმის კინოთეატრ "კომკავშირის" დირექტორი.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.47

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • 1958 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
    მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ხალხზური შემოქმედების დარგში ხალგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის

გააზიარე: