The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ქუმსიაშვილი

მიხეილ ქუმსიაშვილი
Date of birth:22 December, 1911
Date of death:1993  (at 81 years)
Category:Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ წინანდალი, თელავის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით მებაღე-მევენახე 1940 წელს. 

შრომით საქმიანობას იწყებს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის ღვინის ქარხანაში ტექნოლოგად, მალე იგი გადაჰყავთ მუკუზნის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, იქიდან წნორის ღვინის ქარხნის დირექტორად, შემდგომ თელიანის ღვინის ქარხნის ხელმძღვანელად. 1956 წელს დასაძველებლად ჩაეწყო მუკუზნისა და თელიანის ღვინის მასალები. მან რესპუბლიკის მთავრობისა და "სამტრესტის" გაერთიანების ხელმძღვანელობისაგან უამრავი მადლობა და ქების სიგელი დაიმსახურა. ის მეღვინეობის დარგში თითქმის 55 წელს მოღვაწეობდა. მიხეილ ქუმსიაშვილი მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ომში, საიდანაც დაჭრილი დაბრუნდა ორი წლის შემდეგ. მიღებული ჰქონდა უამრავი ორდენი და მედალი. იყო რამდენიმე მოწვევის ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი და სხვადასხვა პარტიული კონფერენციის დელეგატი. 2016 წელს წინანდალში დააარსეს ახალი ღვინის კომპანია "შატო ქუმსიაშვილი", რომელიც ამზადებს ღვინოებს უშუალოდ მიხეილ ქუმსიაშვილის სამარკო ნიშნით. 

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.404-411

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე-ტექნოლოგი

Share: