The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ჩორდელი

ვაჟა ჩორდელი
ოფიციალური სახელი:ვაჟა მელაძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩორდი, ონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი (ახლანდელ უნივერსიტეტში) ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1984 წელს, მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლიტერატურის მოყვარულთა გაერთიანების თანადგომით ალმანახი "პარალელი" დააფუძნა და მისი პირველი რედაქტორიც იყო; მწერალმა ონის რაიონულ გაზეთ "განთიადს" პირველად იუმორისტული მინიატურები გაუგზავნა, რომელიც უმალვე დაიბეჭდა. ის დღე ვაჟას შემოქმედების დაწყების სათავედ უნდა ჩაითვალოს. კარგ დასაწყისს კარგი გაგრძელება მოჰყვა ჟურნალ "ნიანგის" ფურცლებზეც გამოჩნდა მისი იუმორი ფელეტონი დაიბეჭდა. მას  სპორტული მიღწევებიც ქონდა, დღეში, მინიმუმ, 16 კილომეტრს დარბოდა. 

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.416-444

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი ლიტერატურულ-შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: