The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1986  (38 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსისტის კვალიფიკაციით 2007 წელს; თავისუფალი უნივერსიტეტის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სამაგისტრო პროგრამა, პროექტების მენეჯმენტი 2010 წელს.

2005-2009წწ. - შპს "ბაგები სითი გრუპი", პროექტის მენეჯერი; 2010-2011წწ. "თიბისი ლიზინგი", საკრედიტო მენეჯერი; 2011-2012წწ. - "დიპლომატ ჯორჯია", ანალიტიკისა და ბიუჯეტირების დეპარტამენტის უფროსი; 2012-2017წწ. - "ქართული ოცნების" საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის წევრი; 2013-2020წწ. - "დომსონს ენჯინეარინგ", დამფუძნებელი; 2014 წელს - ჰიპერმარკეტი "კარფური", ფინანსური მენეჯერი; 2015-2021წწ. - შპს "სეტანტა ჯორჯია", დამფუძნებელი; 2015 წელს - ჰიპერმარკეტი "გუდვილი", გენერალური დირექტორის მოადგილე; 2017-2021წწ. - "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი; 2021 წლიდან - "ქართული ოცნების" რეგიონალური მდივნის მოადგილე თბილისის მიმართულებით; 2022-2024წწ. - "მედია ჰაბ სეილს ჰაუსი", ფინანსური მრჩეველი. 17-04-2024-დან 25-11-2024-მდე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი (2024-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2024-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

გააზიარე: