შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მაისურაძე![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე მაისურაძე იყო ხალხური სიმღერების ფანდურზე შემსრულებელი. სხვა სიმღერებთან ერთად ასრულებდა სახალხო მოლექსე-მგოსნის, ისაკო მირიანაშვილის ლექსებს. მასთან ერთად კონცერტებს მართავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 1939 წელს, ხალხურ საკრავებზე შემსრულებელთა სრულიად საკავშირო დათვალიერებაზე მიიღო ქების სიგელი და ფულადი ჯილდო. მეფანდურე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.8; ხალხური მელექსე და ხალხური მეჩონგურე //კომუნისტი.-თბილისი,1940. - 15 მარტი. - N61 (5761).-გვ.4
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |