შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მახაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 2009 წელს; 2011 წელს - მაასტრიხტის უნივერსიტეტი ევროპული კვლევების სპეციალობით - 2011 წელს; თბილისის ღია უნივერსიტეტი - 2013 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული კვლევების დოქტორის ხარისხით - 2019 წელს. 2011-2014წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა, მრჩეველი, მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი; 2011-2018წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, მოწვეული ლექტორი; 2014-2017წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის აშშ-ს და კანადის სამმართველოს მრჩეველი; 2016-2020წწ. - შავი ზღვის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2019-2022წწ. - ევროპის უნივერსიტეტი, ერასმუს+პროგრამა, ჟან მონეს პროექტის "ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში", უფროსი მკვლევარი; 2019-2023წწ. - ევროპის უნივერსიტეტი, ერასმუს+პროგრამა, ჟან მონეს მოდულის "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი", აკადემიური კოორდინატორი; 2020 წლიდან - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანა-ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი; 2020 წლიდან - ევროპის უნივერსიტეტი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, მოწვეული პროფესორი. ევროპული კვლევების დოქტორი. აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი. მოპოვებული აქვს ევროკავშირის დელეგაციის სტიპენდია, 10-ზე მეტი გრანტი და ჯილდო. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |