The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ცინცაბაძე

გივი ცინცაბაძე
Date of birth:15 April, 1937  (88 years)
Category:Public official, Engineer, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1960 წელს.

1960 წელს მუშაობა დაიწყო ტრანსპორტის სახელმწიფო საპროექტო საკონსტრუქტორო ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1961 წლიდან სამუშაოდ გადადის საქართველოს საავტომობილო სამინისტროს თბილისის N14 ავტოსატრანსპორტო საწარმოში ჯერ ცვლის ინჟინერ-მექანიკოსად, შემდეგ მთავარ ინჟინერ მექანიკოსად; 1963 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის მთავარ სამმართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად. 1964 წლიდან სამუშაოდ გადაჰყავთ თბილისის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორად. 1968 წლის თებერვლიდან სამუშაოდ გადაჰყავთ ქ. თბილისის N1 ავტოტექმომსახურეობის სადგურის უფროსად; 1976 წლიდან N3 ავტოტექმომსახურეობის სადგურის ბიუროს უფროსად; 1980 წლიდან იგი კვლავ ავტოტექმომსახურეობის სადგურის უფროსია. 1985 წლის თებერვლიდან ის პარალელურად ინიშნება მშენებლობის კოორდინატორად. 1988 წლის ოქტომბერში სამშენებლო ობიექტის უფროსად. შემდეგ ის გახდა ს.ს "რაში"-ს გენერალური დირექტორი. მიღებული აქვს უამრავი მადლობა და საპატიო სიგელი, საყოფაცხოვრებო მომსახურეობის დარგის წარჩინებულის მედალი და სიგელები. 

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.461-463


Share: