The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ცინცაბაძე

მიხეილ ცინცაბაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1925
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1982  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტი 1950 წელს. 1959 წლამდე დაუსწრებლად სწავლობდა და დაამთავრა იმავე ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტი ღვინის ტექნოლოგიის განხრით.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მობილიზაციით მუშაობა დაიწყო ბათუმის N22 მექანიკურ ქარხანაში, რომელიც გასამხედროებული იყო და უშუალოდ ფრონტის აღჭურვას ემსახურებოდა; სრულიად ახალგაზრდამ მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ქალაქების, სოხუმისა და გაგრის ღვინის ქარხნებში უფროს ტექნოლოგად; 1953-1978წწ. იყო გუდაუთის ღვინის ქარხნის დირექტორი; 1978-1982წწ. ამავე ქარხნის მთავარი მეღვინე. მიღებული ქონდა სამთავრობო ჯილდოები.

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.464-470

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: