Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტორ ცინცაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელ ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი. სამედიცინო განათლებას ეზიარა მაშინდელ იურიევის (ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტში. მამის გარდაცვალების გამო, იგი იძულებული გახდა ვადაზე ადრე მიეტოვებინა სწავლა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს ბათუმის რაიონის სოფელ მარადიდში (ახლანდელი ხელვაჩაურის რაიონი) ფერშლის თანამდებობაზე. ის უბრუნდება მშობლიურ სოფელ ზომლეთს და ინიშნება ვან-ზომლეთის საფერშლო-საბებიო პუნქტის გამგედ. აქედან მას მალე აგზავნიან თბილისში ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ექიმთა გადამზადების კურსებზე, რომელსაც წარმატებით ამთავრებს და ისევ ბრუნდება იმავე სამუშაო ადგილზე სოფელ ზომლეთში. ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში იგი სოფლად ბრწყინვალედ ასრულებდა როგორც თერაპევტის, ასევე ქირურგის, პედიატრის და მეან-გინეკოლოგის მოვალეობას. მისი შრომა სათანადოდ იქნა დაფასებული, როგორც რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჩოხატაურის რაიონის ჯანგანის ხელმძღვანელობებისაგან. მას მინიჭებული ჰქონდა უამრავი ორდენი და მედალი, აგრეთვე საპატიო სიგელები და მადლობები, ამასთანავე ჯანმრთელობის დარგის დამსახურებული მუშაკის წოდება. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.471-474
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |