შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა წაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ბაკურიანი, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი; სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. თხილამურებზე დგომა ბიძამ ასწავლა. პირველი დიდი წარმატება 40 და 60 მეტრიანი ტრამპლინებიდან ხტომაში სოფლის სპორტსმენთა საკავშირო პირველობაში მოიპოვა 1952 წელს. მას მოგვიანებით "მფრინავი ტორპედო" შეარქვეს 54 საერთაშორისო შეჯიბრი აქვს მოგებული. 1955 წლის 31 იანვარს ის პირველი საბჭოთა სპორტსმენი გახდა, ვინც ობერსტდორფში (გერმანია) პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოიგო და მას შემდეგ წაქაძე თითქმის 21 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი ლიდერი იყო. იასპარეზა ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე (1956, 1960, 1964, 1972). თავად კარიერის საუკეთესო მიღწევად 1962 წლის წარმატებებს მიიჩნევს. იმ წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე შედეგი აჩვენა, ბაკურიანში კი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ქართველი გულშემატკივრის წინაშე იშვიათად უწევდა გამოსვლა. სპორტული კარიერა 1972 წელს 38 წლის ასაკში დაასრულა. სპორტიდან წასვლის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ორჯერ ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯად იმუშავა. სხვადასხვა დროს კობა წაქაძე არაერთი საერთაშორისო ტურნირის საპატიო სტუმარი იყო. ტრამპლინიდან მხტომელი. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.478-492 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |