The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იმედა ნიკურაძე

იმედა ნიკურაძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით, სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზა და სერტიფიკაცია საერთაშორისო ვაჭრობაში 1999 წელს; 2001 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით, სამრეწველო პროდუქციის სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ხარისხის მართვა და სამართალმცოდნეობა.

2002-2004წწ. - საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტი, შპს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალი, ლექტორი სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 2006-2016წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალობით; 2007-2010წწ. - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება "რამიშვილი და პარტნიორები", დირექტორი; 2011-2012წწ. - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის", იურისტი; 2012-2015წწ. - შპს "ელიტა ბურჯი", იურისტი; 2015-2016წწ. - შპს "ელიტა ბურჯი", ადმინისტრაციის უფროსი; 2016-2017წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის არქუტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2017-2024წწ. - ააიპ "თბილისის განვითარების ფონდი", დირექტორის მოადგილე. 2024 წლის 22 მარტიდან - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის სპორტის კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი, წევრი (2024-)

გააზიარე: