შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კოკოჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი ფარმაცევტის მაგისტრის ხარისხით; მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პროვიზორის წოდება. დაწყებითი განათლება მიიღო კათოლიკური ეკლესიის სამრევლო სკოლაში. 1880 წლის 8 აგვისტოდან კოკოჩაშვილების აფთიაქის მმართველად მამამ, პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა, დანიშნა. 1889 წელს. ლ. კოკოჩაშვილმა ბორჯომის წყალი გააგზავნა პოლონეთში ვარშვის ჰიგიენის ლ. ლიგოს ლაბორატორიაში ქიმიური ანალიზის დასადგენად, სადაც ბორჯომის წყალი აღიარეს "კეთილხარისხოვან" სითხეთ, რომელიც შეიცავდა არაერთ სასარგებლო ქიმიურ კომპონენტს. მის აქტიურ საქმიანობას უკავშირდება ბორჯომის მინერალური წყლის როგორც სამკურნალო საშუალების, წარმოება-რეალიზაციაც. პროვიზორ თამარ კოკოჩაშვილის მამა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.47-48; უცნობი ქუთაისი: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |