The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია კოკოჩაშვილი

ზაქარია კოკოჩაშვილი
Date of birth:1872
Date of death:1922  (at 50 years)
Burial location:საფიჩხიის საგვარეულო სასაფლაო, ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, სწავლობდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში პროვიზორის სპეციალობით.

დაიბადა ცნობილი კათოლიკე მრეწველისა და აფთიაქარის პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის ოჯახში. ზაქარიამ დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახსა და კათოლიკური ეკლესიის სამრევლო სკოლაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამის ხელმძღვანელობით ისიც აქტიურად ჩაერთო "ძმები კოკოჩაშვილების გაერთიანების" საქმიანობაში. მან დამოუკიდებლადაც წამოიწყო საქმეები: 1902 წელს წერეთლის ქუჩის დასაწყისში შეიძინა აზნაურ სეფე ჩხეიძისგან მიწის ნაკვეთი ერთსართულიანი სახლით და მის ადგილას ააშენა ორსართულიანი ქვის შენობა (ყოფილი ოფიცერთა სახლის სასადილო). პირველ სართულზე ცნობილ ქუთაისელ ვაჭართან სტეფანე ფირალიშვილთან ერთად გამართა კინოთეტრი (სახელად უწოდა "თამარი" - თავისი ქალიშვილის საპატივსაცემოდ), მეორე სართულზე კი განათავსებული იყო სააფთიაქო მაღაზია და საჩაიე. სამწუხაროდ, ვერც ზაქარია ასცდა იმ ეპოქის პოლიტიკურ რეჟიმს, ბოლშევიკურმა მთავრობამ მას ქონება ჩამოართვა. 1922 წელს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. ექიმ კონსტანტინე კოკოჩაშვილის მამა.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.58-62


Share: