| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა სალია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და მოიპოვა აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში 1995 წელს; ილია ვეკუას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით) 2001 წელს; 2007–2009წწ. - მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი სავაჭრო სამართალში (წარჩინებით), კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა. 2012–2013წწ. დაამთავრა წინასამაგისტრო პროგრამა ამერიკულ სამართალში (წარჩინებით), ამერიკული სამართლის სკოლა, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა. 2020 წელს - მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ამერიკულ, საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში, ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა, აშშ. 2000-2001წწ. - შპს "ადვოკატი", იურისტი; 2001-2005წწ. - შპს "თბილისის საარბიტრაჟო პალატა", დირექტორის მოადგილე; 2005-2019წწ. - სპს "გაბუნია და პარტნიორები", პარტნიორი; 2019-2024წწ. - შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2", გენერალური დირექტორი; სამართალმცოდნე. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2025 წლის აპრილიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: justice.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

