Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შამილ ვარდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზვანდრიფში, გუდაუთის რაიონი. ცეკვის ხელოვნებას ეზიარა სკოლის მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივში. 1938 წელს მოზარდი მოცეკვავე მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ხელმძღვანელები ფ. აჩბა და რ. აგრბა). 1945 წლიდან დააწინაურეს ამავე ანსამბლის ქორეოგრაფის თანამდებობაზე. მრავალჯერ მონაწილეობდა მხატვრული თვითმოქმედების ოლიმპიადებსა და დეკადებში როგორც მოცეკვავე და ქორეოგრაფი. მისი შემოქმედება მრავალჯერ დაუჯილდოებიათ დიპლომებითა და სიგელებით. 1946 წელს მოსკოვში გამართულ კონცერტზე აფხაზური ცეკვების საუკეთესო შესრულებისათვის საკავშირო პროფსაბჭოს სიგელი და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა. 1952-1954 წლებში მუშაობდა ტყვარჩელის მეშახტეთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად. 1955 წლიდან ტყვარჩელის საესტრადო ორკესტრის სოლისტი მოცეკვავე და დამდგმელია. დადგმებიდან აღსანიშნავია: "საფერხულო საცეკვაო", "აფხაზური საქორწილო", "სამი მეგობარი", "აზამატი", "პარტიზანული", "რევოლუციური", "მეჩაიე ქალი"და სხვა. 1965 -1967 წლებში აფხაზეთის ასსრ ხალხური შემოქმედების სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში მოამზადა და გამოსცა ნაწარმოებები: "აფხაზური ხალხური ცეკვები", "მეთოდური სახელმძღვანელო ქორეოგრაფებისათვის" და " სწავლის მეთოდიკა ქორეოგრაფიაში" (გამომცემლობა "ალაშარა"). 1967 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ვაჭრობის მუშაკთა პროფკავშირის კულტურის სახლის დირექტორად. 1968 წელს ქორეოგრაფიულმა კოლექტივმა მისი ხელმძღვანელობით გერმანიაში გასტროლებით ყოფნისას 25 კონცერტი გამართა. საბჭოთა საქართველოს 40 წლის აღსანიშნავ საიუბილეო დღეებში გადაეცა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1961). წლების მანძილზე მუშაობდა აფხაზეთის კულტურის სამინისტროში. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.64 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |