Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგეშა გაგნიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა: ისტორია-უცხო ენა); დისერტაცია დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე - "სენტიმენტალიზმი და გოეთეს რომანი ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი". აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის დასავლეთ ევროპული და გერმანული ლიტერატურის ისტორიას. მისი კვლევის სფეროებია: გერმანული განმანათლებლობა, ნიცშესა და მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ავტორების შემოქმედება; არის ორი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ორი წიგნის თანაავტორი; მისი ნაშრომები შესრულებულია ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე და დაბეჭდილია საქართველოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, რუმინეთის, პოლონეთისა და სომხეთის გამომცემლობებში; ამ მონოგრაფიებსა და სტატიებში გერმანელი ავტორების გარდა გამოკვლეულია სხვადასხვა პერიოდის ქართველ მწერალთა პრობლემური საკითხები, გერმანული და ქართული საგმირო ეპოსი, გერმანულ-ქართულ ისტორიულ-კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობები; ნ. გაგნიძეს ეკუთვნის გოეთეს, ნიცშეს, გეორგეს, ჰოფმანსთალის, როლკეს, ბახმანის, ვაინჰებერის, ცელანის, გრასის, ბრეხტის, გრიგოლ რობაქიძისა და გივი მარგველაშვილის ნაწარმოებების თარგმანები ქართულ ენაზე; გამოქვეყნევული აქვს ასევე საკუთარი ლექსების ერთი კრებული; არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და რამდენიმე ჟურნალის რედკოლეგიის წევრი; სხვადასხვა დროს ჰქონდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გოეთეს საზოგადეობის, Erasmsus+, C. H. Beck-Stipendium für Literatur und Geisteswissenschaften და სხვა სტიპენდიები სამეცნიერო კვლევისთვის გერმანიის უნივერსიტეტებში, არქივებსა და სასწავლო ცენტრებში; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გეტინგენის უნივერსიტეტის ალუმნა; არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის I საჯარო სკოლასა და ჰაიდელბერგის გიმნაზიას (Elisabeth-von-Thadden-Schule) შორის პარტნიორული ურთიერთობის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან და სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქუთაისის ქალთა კლუბის "ქუთაისი-კოლხა" დამფუძნებელი პრეზიდენტი. გერმანისტი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |