შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კოკოჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1912 წელს; ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1917 წელს. სწავლა-განათლების პირველი საფეხური გაიარა ოჯახსა და კათოლიკური ეკლესიის სამრევლო სკოლაში. 1917 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა თბილისში; 1921 წლიდან გადმოდის ქუთაისში და მუშაობას იწყებს უბნის ექიმად. 1927 წელს ის ინიშნება ქუთაისის მთავარი საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგედ. შემდეგ წლებში, როგორც ექიმი, მუშაობდა სხვადასხვა ადგილზე, სადაც კი ამას საჭიროება და მისი პროფესიონალიზმი მოითხოვდა: სამალარიო საავადმყოფოში, ფიზიო-თერაპიულ დისპანსერში, პოლიკლინიკებში და ა. შ. წლების განმავლობაში დაგროვილმა უდიდესმა თეორიულმა და პრაქტიკულმა გამოცდილებამ ის ქალაქის წამყვან ინფექციონისტად აქცია. გამორჩეული იყო მუსიკალური ნიჭით. იყო ექიმთა საზოგადოების აქტიური წევრი, ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით სიმპოზიუმებზე, ექიმთა დახელოვნების კურსებზე, ასევე, სხვა ორგანიზაციების კოლექტივების წინაშე ლექციებით გადამდებ სნეულებათა პრევენციისა და მკურნალობის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ქალაქში გაიზარდა ექიმ-ინფექციონისტთა მთელი თაობა. ექიმ ზაქარია კოკოჩაშვილის შვილი. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.63-64 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |