Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კოკოჩაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1940 წელს. მსახურობდა ქ. თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში და მიიღო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკის წოდება. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ასევე მონაწილეობას იღებდა გერმანელი ფაშისტებისაგან ბულგარეთის გათავისუფლებაში. დაჯილდოებულ იქნა სახალხო არმიის მედლით. სამამულო ომის დღეებში მან საუკეთესო ქირურგის სახელი დაიმსახურა. იყო სსრკ ჯანდაცვის სისტემის მუშაკი. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ჯანდაცვის სისტემის ყველა ღონისძიებაში. დაჯილდოებულია სამხედრო ნიშნებით და სიგელებით. 1940-1975წწ. იყო წითელი არმიის სამედიცინო პუნქტის უფროსი ექიმი, ავიამედიცინის უფროსი ექიმი, სამხედრო სასწავლებლის სამედიცინო სამსახურის უფროსი. შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს აკადემიკოს კ. დ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელად. არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი. იყო ფილატელისტთა კლუბის ხელმძღვანელი, მონაწილეობა მიიღო ფილატელისტთა გამოფენაში. იყო ფილატელისტთა კლუბის თავმჯდომარე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამედიცინო სამსახურის გვარდიის კაპიტანი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, სამხედრო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.65-70 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |