შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როდამ სამსიანი![]()
ბიოგრაფიააფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, როდამ სამსიანი 1992 წლის 10 სექტემბრიდან 1993 წლის 20 ივლისამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონის შემადგენლობაში (აღნიშნული ბატალიონი შემდომში გადაკეთდა 24-ე სამხედრო ბრიგადის 240-ე ბატალიონად). იყო თავდადებული და უშიშარი მეომარი, აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი ბესლახუბა-ფოქვეშის საბრძოლო ხაზზე. დაიღუპა 1993 წლის 20 ივლისს ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.369
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |