შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბერდია სიჭინავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2013 წელს. 2011-2012წწ. - თბილისი 55-ე საჯარო სკოლა, სამართლის ტრენერი; 2012 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო, სტაჟიორი; 2013-2014წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესწბულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი, სტაჟიორ-პროკურორი; 2014 წელს - საქართველოს პროკურატურა, ქ. თბილისის პროკურატურის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა, სტაჟიორ-პროკურორი; 2015 წელს - საქართველოს პროკურატურა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, პროკურორი; 2015-2016წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 2016-2019წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი; 2019 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური ინსპექციის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2019 წელს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე; 2019-2021წწ. - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "გახარია საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; გახარია საქართველოსთვის: forgeo.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |