The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ სამუშია

ზაურ სამუშია
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1953
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1993  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ბესლეთის სასაფლაო, სოხუმის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი.
სოხუმის დამცველთა რიგებში აფხაზეთის ომის დროს პირველი დღიდანვე ჩადგა, 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის რიგითი მებრძოლი იყო. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში: აჩადარაში, შრომაში, ახალშენში, ზეგანზე, ცუგუროვკაში, კინდღში. აღსანიშნავია ზაურ სამუშიას გმირული მოქმედება მარტის შემოტევის მოგერიების დროს. 1993 წლის 3 ივლისს შრომა-ახალშენის თავდაცვითი ოპერაციების დროს ზაურ სამუშია მტრის ჭურვით სასიკვდილოდ დაიჭრა თავის არეში, გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად 12 ივლისს, აგუძერის საავადმყოფოში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.369

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: