შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ლეონიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის განყოფილება, ჟურნალისტიკის სპეციალობით 1957 წელს. 1957 წელს მუშაობა დაიწყო ახალ დაარსებულ ტელესტუდიაში რედაქტორად; შემდეგ პასუხისმგებელ რედაქტორად (ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგედ); 1966 წლიდან მუშაობდა თსუ ჟურნალისტიკის კათედრის მასწავლებლად; შემდეგ უფროს მასწავლებლად და დოცენტად; გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცამდე სამეცნიერო შრომა და რამდენიმე მონოგრაფია. იყო მრავალი სატელევიზიო და რადიოგადაცემის ავტორი. 1967 წელს რამდენიმე კოლეგასთან ერთად დააარსა თსუ ხელოვნების მეორადი ფაკულტეტი, სადაც ხელმძღვანელობდა კინო-ტელე განყოფილებას. მისი ხელმძღვანელობით კათედრამ გამოსცა "ტელე– რადიოჟურნალისტიკის საკითხების" შვიდი ტომი. ითარგმნა და გამოიცა სახელმძღვანელო - "სატელევიზიო ჟურნალისტიკა". ასევე, მისი ძალისხმევით გამოიცა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის "ტელევიზიის მოამბე", ქართულ–რუსულ და ინგლისურ ენებზე. იყო ფილოლოგიის სამეცნიერო საბჭოს (კვალიფიკაციის მიმნიჭებელი) წევრი, მრავალი კინო და ტელეფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე და წევრი. ჟურნალისტიკის დოქტორი (1975), პროფესორი (1977). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტელევიზია–ესთეტიკური აღზრდის საშუალება", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.69; "პირველად და პირველი" - ქართული ჟურნალისტიკის მოამაგეს, ნიკო ლეონიძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |