The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვეფხვია სანაია

ვეფხვია სანაია
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1969
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1992  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ქუთაისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი.

სამხედრო-სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში მოიხადა. 1992 წლის 15 სექტემბერს ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში (მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონი). მონაწილეობა მიიღო 24-ე ბრიგადის სარდლობის მიერ დაგეგმილი ოპერაციების განხორციელებაში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 11 ნოემბერს სოფელ ბესლახუბასთან, 15 ოქტომბერს სოფელ ტამიშთან, 27 ოქტომბერს სოფელ მერკულასთან მიმდინარე ბრძოლებში. 1992 წლის 29 ნოემბერს კოჩარა აიღეს, ბრიგადის სარდლობის მიერ განხორციელებულ ოპერაციაში, რომელიც ითვალისწინებდა სოფელ კოჩარასთან საბრძოლო პოზიციების დაბრუნებას, ვეფხვია სანაია მძიმედ დაიჭრა, გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად ქუთაისის საავადმყოფოში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.372-373


გააზიარე: