შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა სიღნაღის პედაგოგიური სასწავლებელი 1941 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით 1957 წელს. 1941 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში, იბრძოდა სტალინგრადის, მესამე ბელორუსიის, პირველი ბალტიისპირეთის, მეორე ბალტიისპირეთის და ლენინგრადის ფრონტებზე, ასევე, იაპონიის წინააღმდეგ ომში პირველ შორეული-აღმოსავლეთის ფრონტზე. 1947 წელს დემობილიზაციით დაბრუნდა წითელი არმიის რიგებიდან და დაიწყო მუშაობა ანაგის კოლმეურნეობაში. 1948 წელს საქართველოს სსრ განათლების სამინისტრომ ქლუხორში გაგზავნა სამუშაოდ, სადაც ჯერ ქლუხორის საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი ქლუხორის მე-16 სპეციალურ სასწავლებელში (სახელოსნო) რუსული ენის მასწავლებლად; 1949-1950წწ. მაისამდე მუშაობდა ქლუხორის კავშირგაბმულობის რაიკანტორაში "სოიუზპეჩატის" განყოფილების უფროსად; 1950-1951 წლის 20 იანვრამდე ქლუხორის რაიონული გაზეთ "განთიადის" სტამბის დირექტორად; 1951-1952წწ. აპრილამდე ამავე გაზეთის რედაქციის პასუხისმგებელი მდივანია; 1952-1952წწ. სექტემბრამდე მუშაობდა გარეუბნის, ამჟამად, სამგორის რაიონულ გაზეთ "სამგორის" სტამბაში საამქროების უფროსად; 1959 წლიდან პროფესორ დ. გამეზარდაშვილის მიწვევით მუშაობას იწყებს ჟურნალისტიკის განყოფილების სასწავლო პოლიგრაფიული ლაბორატორიის გამგედ; 1988 წელს არჩეულ იქნა დოცენტის თანამდებობაზე და მიეცა ჟურნალისტურ დისციპლინაში ლექციების კურსის წაკითხვის უფლება. არის თანაავტორი დამხმარე სახელმძლვანელოსი "საბჭოთა ჟურნალისტიკის თეორია და პრაქტიკა". 1996 წელს გამოიცა მისი 350–გვერდიანი მონოგრაფია "ქართული ჟურნალ–გაზეთების იერსახე XIX საუკუნეში"; 1998 წელს სახელმძღვანელო "რედაქციათა მუშაობის ორგანიზაცია და თანამედროვე ჟურნალისტიკის პრობლემატიკა". 1968-1974წწ. მუშაობდა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ სასწავლო დარგში; 1979 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტიდან გამოყოფაში. იყო ფაკულტეტის პარტიული ბიუროს მდივანი; 1980 წლიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. მან შეადგინა საგნობრივი პროგრამები, აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს საბჭოთა მთავრობის ჯილდოები და მედლები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეპორტაჟი", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |