Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტომ იაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1950-1952წწ. ცეკვავდა თბილისის ძერჟინსკის სახ. კულტურის სახლთან არსებულ თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში; 1952-1954წწ. მუშაობდა ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში საქართველოს სსრ სახალხო არტისტის გიორგი დარახველიძის ხელმძღვანელობით; 1954 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე (ხელმძღვ. საქ. სსრ. სახალხო არტისტი ჯ. ბაგრატიონი), ხოლო 1955 წლიდან 1957 წლამდე მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში; 1957 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე მსახიობი იყო; მისი ცეკვებიდან აღსანიშნავია "ქართული" (ასრულებდა საესტრადო ანსამბლში) და "ხონგა". გასტროლებით იმოგზაურა სსრკ ყველა რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის 45 ქვეყანაში. მიღებული აქვს ბევრი ჯილდო და საპატიო სიგელი. მუშაობდა ხობის რაიონის ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიის დირექტორი და მთავარი ქორეოგრაფი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.72 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |