The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი ჭიკაიძე

ნაზი ჭიკაიძე
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის, პოლიტეკონომიის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1985 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2008 წელს.

1988 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1988-2006წწ. პოლიტეკონომიის კათედრა, მასწავლებელი; 2006-2009წწ. ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი ასისტენტ-პროფესორი; 2009-2016წწ. ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2006-2017წწ. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2017-2019წწ. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2019 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ჟურნალ "ეკონომიკა და ფინანსების" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ეკონომიკის დოქტორი (2008), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბიზნესის აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: