The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ვარდიშვილი

მიხეილ ვარდიშვილი
დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:2010  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს.
მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში ბუნების და ხელოვნების მასწავლებლად. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სადაც მძიმედა დაიჭრა. დაბრუნების შემდეგ მასწავლებლად გააგრძელა მუშაობა. 1952 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკულ ფაკულტეტზე. 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის ხელოვნების ფონდის ექსპერიმენტულ ლითოგრაფიულ სახელოსნოში. 1964 წელს თბილისში ჩატარდა მისი პირველი პერსონალური გამოფენა. მიხეილ ვარდიშვილის შემოქმედების ძირითადი თემატური სფეროებია ლანდშაფტი, ნატურმორტი და პორტრეტი. 2013 წელს ყაზახეთში, ასტანაში და ალმა-ატაში ჩატარდა მიხეილ ვარდიშვილის ნამუშევრების გამოფენები, როგორც ხელოვნებათმცოდნე გულმარა შალაბაევამ აღნიშნა: "მის ნახატებში არის საქართველოს ფერების სიმღერა, მისი ულამაზესი ბაღები, ყვავილები, ხეები, მთები, არის თანამემამულეების პორტრეტები და ჟანრული სცენები. მისი აზრი სამყაროს მრავალფეროვნებაზე, ბუნების დიდ სილამაზეზე ჭეშმარიტია. მან დაინახა ეს მშვენიერება, იგრძნო მისი ჰარმონიული სუნთქვა, ხმაური და სიჩუმე, ღიმილი, სიხარული და ტკივილი. მხატვარი ვარდიშვილი წარმოაჩენს ბუნების უზენაესობის იდეას, მას აკვირდება სილამაზისა და უკვდავების თვალსაზრისით". 2012 წელს თბილისში გალერეა "შარდენმა" წარმოადგინა მხატვარ მიხეილ ვარდიშვილის პერსონალური გამოფენა. მხატვრის ნამუშევრები განთავსებულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
წყარო: კვლავ აღმოჩენილი მხატვარი - მიხეილ ვარდიშვილი / ნატალია ყიფიანი // სითი. - თბილისი, 2014. - აგვისტო. - N6(43). - გვ.74-75; მსოფლიო მხატვრობა-World Art's Post: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1964-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: