შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ზაალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი, ინგლისური და ფრანგული ენის სპეციალისტი; პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს. 1979-1984წწ. რვაწლიანი სკოლა-ინტერნატი, 29-ე საშუალო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი; 1984-1985წწ. პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, პედაგოგიკის კათედრის ლაბორანტი; 1985-1988წწ. საზოგადოება "ცოდნის" პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი, განათლების სამინისტრო, პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1999წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, პედაგოგიკის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1999-2007წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, პედაგოგიკის კათედრა, დოცენტი; 2007-2008წწ. ი. ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2008-2009წწ. კუჭუხიძის სახ. ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 28 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2007). წყარო: საქართველოის ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |