The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ საძაგლიშვილი

ტარიელ საძაგლიშვილი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1969
გარდაცვ. თარიღი:16 სექტემბერი, 1993  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის 110-ე პროფსასწავლებელი ავტოშემკეთებლის სპეციალობით, პარალელურად დაასრულა ხალხურ საკრავთა სტუდია, აკორდეონის სპეციალობით. მუშაობდა ავტოკოლონაში ავტოშემკეთებლად. სავალდებულო სამხედრო სამსახური უნგრეთში მოიხადა, საიდანაც ქების სიგელით დაბრუნდა. ტარიელ საძაგლიშვილი სამაჩაბლოს კონფლიქტში პირველი დღეებიდანვე მონაწილეობდა, შემდეგ აფხაზეთშიც იბრძოდა. ჩარიცხული იყო I საარმიო კორპუსის სატანკო მექანიზებულ ლეგიონში უფროსი ლეიტენანტის წოდებით. დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს სოფელ ახალდაბის მისადგომებთან ტანკის აფეთქების შედეგად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.374

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: