Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ იმნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ კულტურას ეზიარა თბილისის ბ. ძნელაძის სახ. პიონერთა და მოსწვლეთა რესპუბლიკურ სასახლეში ანტონ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. 1956-1959 წლებში მისი ხელმძღვანელი იყო ცნობილი ქორეოგრაფი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი რომან ჭოხონელიძე. 1958 წელს ანსამბლთან ერთად მოსკოვში გამართულ ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მიიღო მონაწილეობა. 1959 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგ-ქორეოგრაფად. მისი ინიციატივით დაარსდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "გორდა". პარალელურად მუშაობდა საქართველოს პროფტექნიკური განათლების კულტურის რესპუბლიკურ სახლში ანსამბლ "იბერიის" ხელმძღვანელად. მის მიერ დადგმული ცეკვები: "ქართული", "დავლური", "ოსური", "აჭარული", "ნარნარი", "მთიულური", "ხორუმი", "ხევსურული", "ყაზბეგური" დიდი მოწონებით სარგებლობდა მაყურებელში. იგი დაჯილდოებულია მრავალი დიპლომითა და სიგელით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.76 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |