შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასლან კაბისოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი). 1954 წელს 15 წლისა, სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მიიღეს და მალე კოლექტივის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი გახდა; სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე, 1959 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მიიღეს, სადაც 1977 წლამდე მოღვაწეობდა; მის მიერ შესრულებული ცეკვებიდან განსაკუთრებული იყო "ფარიკაობა", "ხორუმი", "მხედრული", "ლელო", "შეჯიბრი", "ხანჯლური" და სხვა. საგასრტოლოდ იმოგზაურა სსრკ ყველა რესპუბლიკისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1977 წლიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს ახალგაზრდათა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, როგორც მთავარი ქორეოგრაფი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.77 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |