Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ბეთანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ქალთა სასწავლებელში მიაბარეს. 1923 წლიდან, ათი წელი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კათედრის ასისტენტად. ის საქართველოში გინეკოლოგიური პათოჰისტოლოგიის პიონერი გახლდათ. 1927-1928წწ. სამეცნიერო მივლინებით მუშაობდა ბერლინის რობერ მაიერის კლინიკაში, შემდეგ ქ. იენის პათოლოგიის ინსტიტუტში. საქართველოში დაბრუნებული ელენე ბეთანელი სამუშაოდ მიიწვიეს თბილისის სამეანო გინეკოლოგიურ კლინიკაში ასისტენტის თანამდებობაზე, მაგრამ 1934 წელს მოუწია ქუთაისში დაბრუნება, რადგან მისი უფროსი ძმა მიხეილი უკურნებელი სენით დაავადდა და თავი ვალდებულად ჩათვალა, მის სიახლოვეს ყოფილიყო. 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "საშვილოსნოს ყელის ეროზიის ჰისტოლოგიური დიაგნოზისათვის". 1940-იანი წლებიდან ის დასავლეთ საქართველოში წამყვანი და ყველაზე ცნობილი მეან-გინეკოლოგი იყო. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ქუთაისის პირველი, მეორე და მესამე სამშობიაროს მეან-გინეკოლოგიის განყოფილებას. 1950 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ანატომიისა და ჰისტოლოგიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზეც. ის თავის წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას კარგად უთავსებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში მოღვაწეობასაც: 1948 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე აირჩიეს ქუთაისის საქალაქო და დასავლეთ საქართველოს საოლქო საბჭოს დეპუტატად. იყო ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" სარედაქციო საბჭოს წევრი (1957). მეანგინეკოლოგი. სტეფანე ბეთანელისა და მიხეილ ბეთანელის და. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.145-146 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |