Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ლაცაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილება 1959 წელს (პედ. კ. მანჯგალაძე). ცეკვაზე თბილისის 30-ე საშუალო სკოლის თვითმოქმედ კოლექტივში დადიოდა (პედ.: გრიგოლ ჩივაძე, მიხეილ ბახტაძე). 1950-1952 წლებში სავალდებულო სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს იგი ბათუმის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ცეკვავდა. სასწავლებელში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის დადგმებში როგორც მოცეკვავე. სასწავლებელში მომუშავე ცეკვის მასწავლებელი პარალელურად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის პიონერთა სახლის ქორეოგრაფის თანამდემომაზე. მალე ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული ანსამბლი "გაზაფხული", რომელიც აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულებში. იყო ბავშვთა მხატვრული თვითმოქმედების მე-6 (1968), მე-7 (1971), და მე-8 (1975) რესპუბლიკური ოლიმპიადების ლაურეატი და პირველი ხარისხის დიპლომების მფლობელი. დაჯილდოებულია სსრკ გზათა მიმოსვლის მინისტრის ბრძანებით, პარტიის კომიტეტის, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ქების სიგელითა და მადლობის ფურცლებით. ქორეოგრაფი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.85-86 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |