The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო სილაგაძე

სერგო სილაგაძე
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1954
გარდაცვ. თარიღი:1993  (38 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიღმის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცაგერა, ოჩამჩირის რაიონი.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე სერგო სილაგაძე 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2  მოტომსროლელი  ბატალიონის პირად შემადგენლობაში სადაზვერვო  ოცეულის მეთაურად. მოგვიანებით ასმეთაურად  დაინიშნა სანაპიროს დაცვის ბატალიონში. 1993  წლის 15 თებერვალს  უფროსი  ლეიტენანტის  სამხედრო  წოდება  მიენიჭა. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო  მოქმედებებში. სერგო  სილაგაძე დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმში. მისი ცხედარი 2018 წლის მაისში გადმოასვენეს და დაკრძალეს თბილისში დიღმის ძმათა სასაფლაოზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: