| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო სილაგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცაგერა, ოჩამჩირის რაიონი. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე სერგო სილაგაძე 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში სადაზვერვო ოცეულის მეთაურად. მოგვიანებით ასმეთაურად დაინიშნა სანაპიროს დაცვის ბატალიონში. 1993 წლის 15 თებერვალს უფროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში. სერგო სილაგაძე დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, სერგო სილაგაძის ცხედარი იდენტიფიცირებულ და გადმოსვენებულ იქნა 2017 წლის ნოემბერში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

