The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ჭეიშვილი

ირაკლი ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათან არსებული სასწავლებელი (კადეტთა კორპუსი) 1999 წელს; ბათუმის სამედიცინო ეკოლოგიური ინსტიტუტი 2006 წელს.

2004-2005წწ. - ქ. ბათუმის მერია, თამარის დასახლების ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; 2005-2006წწ. - ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ტრანსპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2006-2007წწ. - ბათუმის მერის თანაშემწე; 2007-2009წწ. - აჭარის მთავრობის აპარატის პროტოკოლისა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი; 2012-2014წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი; 2014-2016წწ. - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 2016-2020წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე; 2020-2024წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

გააზიარე: