The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ აიდინოვი

მიხეილ აიდინოვი
Date of birth:18 May, 1952  (72 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1974 წელს.

მუშაობდა კორესპონდენტად მრავალტირაჟიან გაზეთ "ელმავალმშენებელში", "ვეჩერნი თბილისში" და "ზაკავკაზსკიე ვოენნიე ვედომოსტში". იყო გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" და "კაზაკ გრუზიის" რედაქტორი; ყოველკვირეული გაზეთ "ვეკ"-ის საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; არის ავტორი წიგნისა "ფოლადის მაგისტრალების გოლიათები" (გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1987), მისი სცენარით გადაღებულია დიაპოზიტიური ფილმი საქართველოს კინოში; არის "პაბლიკ რილეიშნს" ცენტრის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში, 1993 წლის საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტი; ორი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი: 1996 წელს ამიერკავკასიის რუსულენოვან ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის და 1997 წელს "მშვიდობიანი კავკასიისათვის". საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის დეკანი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გაზეთ "მრავალენოვანი საქართველოს" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი შრომა.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.80

Awards and Honors

  • 1993 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • ღირსების ორდენი

Share: