შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვანი. დაამთავრა კიევის უმაღლესი საინჟინრო რადიო-ტექნიკური სამხედრო სასწავლებელი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, გია ნიკოლეიშვილი 1992 წლის 1 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საბრძოლო მომზადების კადრებისა და სამწყობრო განყოფილების უფროსად. კაპიტანი გია ნიკოლეიშვილი 1993 წლის 10 ივლისს სოფელ შრომის მისადგომებთან საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა - ასრულებდა შტაბის უფროსის მოვალეობას შრომის ბატალიონში. დაკრძალული იყო სოხუმში ძმათა სასაფლაოზე. 2024 წლის აგვისტოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული გია (გენადი) ნიკოლაიშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |